ტობისი 10:11
10. და ტობია ჰრქუა მას: ნუსადა, მამაო ჩემო, გლოცავ შენ, წარმგზავნე მე, რათა არა მწუხარე იყოს მამა ჩემი. და აღდგა რაგუელ და მოიყვანა სარა, ასული თჳსი, და მისცა იგი ტობიას და მისცა მას ყოველთაგან მონაგებთა თჳსთა ზოგი მონები და მჴევლები, ზროხა და ცხოვარნი, ვერძები და აქლემები, ოქრო და ვეცხლი, და სამოსელი, დიდძალი ფრიად.11. და აკურთხნა, წარავლინნა იგინი რაგუელ და ჰრქუა: წარვედით, შვილნო, ცოცხლებით! და ღმერთმან ცათამან წარგიმართენ თქუენ და მიხილვანმცა შვილნი თქუენნი პირველ სიკუდილისა ჩემისა. ამბორს-უყო ტობიას და სარას, ასულსა თჳსსა.12. და ჰრქუა მას: ასულო, პატივ-ეც მამამთილსა შენსა და დედამთილსა შენსა, რამეთუ ამიერითგან იგინი არიან დედა-მამანი შენნი, ვითარცა ჩუენ ვიყვენით შენდა, ვიდოდე, ასულო, ცოცხლებით.
ტობისი თავი 10