ტობისი 11:18
17. რამეთუ განმსწავლე და შემიწყალე მე და ვიხილე ტობია, ძე ჩემი. და შევიდეს ტობი და ანნა, ცოლი მისი, და უხაროდა მათ და აკურთხევდეს ღმერთსა ყოვლისა მისთჳს, რაოდენი იქმნა მათთჳს. და უთხრა ტობია მამასა თჳსსა, ვითარ-იგი წარემართა გზა მისი და მოიყვანა სარა, ასული რაგუელისი, თჳსა ცოლად და მოიღო ვეცხლი იგი. და, აჰა, ესერა, არს, და მახლობელად ბჭეთა მოვალს. და განიხარეს ტობი და ანნა.18. და განვიდეს მიგებებად სძლისა მის, ძისა ცოლისა მათისა, და იხილეს ნათესავთა მათთა. და ყოველნი, რომელნი შეემთხუეოდეს, დაუკჳრდა, რამეთუ ვიდოდა ტობი ყოვლითა ძალითა თჳთ ღა არა ვინ წინაუპყრობდა მას, და აკურთხევდა მაღლითა ჴმითა ღმერთსა. და შეიწყალა იბი ღმერთმან.19. და აღიხილნა თუალნი მისნი. და ოდეს მიეახლა ტობი სარას, ძისცოლსა თჳსსა, აკურთხა იგი და თქუა: მოგვალე, რამეთუ ცოცხლებით მოხვედ, ასულო, კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოგიყვანა შენ ჩემდა, კურთხეულ მამა შენი და კურთხეულ დედა შენი და კურთხეულ ტობია, ძე ჩემი, და კურთხეულ იყავ შენ, ასულო. და იყო სიხარული დიდი ყოველთა ურიათა, რომელნი იყუნეს ნინევს შინა.
ტობისი თავი 11