ტობისი 3:5
4. რამეთუ არა ისმინეს მცნებანი შენნი და მიმცენ ჩუენ მიმოსატაცებელად და ტყუეობად და სიკუდიდ და იგავად და საყუედრელად ყოველთა წარმართთა, რომელთა შორის განბნეულ ვართ. ხოლო აწ, უფალო, ყოველნი მსჯავრნი შენნი ჭეშმარიტ არიან5. ყოფად ჩემგან და მამათა ჩუენთა ცოდვათათჳს, რამეთუ არა ვყვენით მცნებანი შენნი, რამეთუ არა ვიდოდით ჭეშმარიტებით წინაშე შენსა.6. ხოლო აწ სათნოებისაებრ ნებისა შენისა ყავ წინაშე შენსა ჩემ თანა და ბრძანე მიღება სულისა ჩემისა, რათა განვეტეო და ვიქმნე მე მიწა, რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი ვიდრე ცხორებასა, რამეთუ ყუედრება ნაცილი მესმა და მწუხარებაჲ დიდი არს ჩემ თანა. ბრძანე განტევება ჩემი ურვილებისა ამისგან აწვე საუკუნესა მას ადგილსა და ნუ გარემიიქცევ, უფალო, პირსა შენსა ჩემგან.
ტობისი თავი 3