ტობისი 3:7
6. ხოლო აწ სათნოებისაებრ ნებისა შენისა ყავ წინაშე შენსა ჩემ თანა და ბრძანე მიღება სულისა ჩემისა, რათა განვეტეო და ვიქმნე მე მიწა, რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი ვიდრე ცხორებასა, რამეთუ ყუედრება ნაცილი მესმა და მწუხარებაჲ დიდი არს ჩემ თანა. ბრძანე განტევება ჩემი ურვილებისა ამისგან აწვე საუკუნესა მას ადგილსა და ნუ გარემიიქცევ, უფალო, პირსა შენსა ჩემგან.7. მას დღესა შინა შეხუდა სარას, ასულსა რაგოველისასა, ეგბატანს ხუჟიკეთისასა,8. ამასცა აყუედრებდა მჴევალთაგანი მამისა მისისათა, რამეთუ მიცემულ იყო იგი შჳდთა ქმართა და ასმოდეოს, ბოროტი ეშმაკი, მოსრვიდა მათ ვიდრე შესულადმდე მათა მის თანა, ვითარცა არს წესი დედათა. და ჰრქუეს მათ: არა გიცნობიეს, რომელსა დაგიშთობიან ქმარნი, რამეთუ შჳდი ქმარი გესვა და ერთისა მათგანისა არა სახელ-გედვა შენ ცოლად,
ტობისი თავი 3