ტობისი 4:6
5. და ოდეს მოკუდეს, დაფალ იგიცა ჩემ თანა საფლავსა ერთსა და უფალი ღმერთი ჩუენი გეჴსენენ.6. ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა ნუ ინებებ ცოდვად და გარდასლვად მცნებათა მისთა. სიმართლესა იქმოდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა და ნუ შეხვალ გზათა სიცრუისათა, რამეთუ იქმოდი რა შენ ჭეშმარიტებასა, წარმართებულ იყვნენ საქმენი შენნი.7. ნაყოფისაგან შენისა ჰყოფდე ყოველსა საქმესა და ნუ ანგაჰრებნ თუალი შენი, ოდესცა ჰყოფდე მოწყალებათა, და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ყოვლისა დავრდომილისაგან და არა გარემიგექცეს შენ პირი ღმრთისა.
ტობისი თავი 4