ტობისი 6:13
12. რამეთუ შენდა სამართალ არს მისი დამკჳდრებად და მოყვანებად იგი, რამეთუ შენდა მახლობელ არს იგი უმეტეს ყოველთა, და იგი მჴნე არს და გონიერი ფრიად და მამასა მისსა უყუარს იგი.13. და აწ ისმინე და ვეტყოდე მამასა მის ქალისასა და ოდეს ვიქცეთ რაგავით, მაშინ ვყოთ ქორწილი მისი და ვიცი, რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფოს რაგუელს სიტყჳს-გებად შენდა, რამეთუ შენდა არს თჳსობა მისი უფროს ყოველთა კაცთა, რამეთუ იცის, უკუეთუ მისცეს იგი სხუასა ქმარსა, თანამღებ არს სიკუდილისა სიმართლისაებრ წიგნისა მოსესისა. და მოვიყვანოთ იგი ღა მივიყვანოთ მამისა შენისა.14. ჰრქუა ტობია ანგელოზსა მას: მასმიეს, ძმაო, მისთჳს, რამეთუ მიცემულ არს იგი ქმართა და მოსწყჳდნა იგინი სასძლოსა შინა მათსა ღამე, რა შევიდიან მისა, რამეთუ მესმა, იტყოდეს, ვინმე, ვითარმედ ეშმაკმან მოსრნის იგინი.
ტობისი თავი 6