ტობისი 7:12
11. ვითარცა ესმა სიტყუანი ესე რაგუელს, შეშინდა ამისთჳს, რამეთუ შემთხუეოდა შჳდთა მათ ქმართა მისთა, რომელნი მის თანა შესულ იყუნენ, და ეშინოდა ამისიცა, რათა არა ეყოს მასცა. ამა ეჭჳსათჳს არარა სიტყუაჲ მიუგო.12. და მიუგო ანგელოზმან მას და ჰრქუა: ნუ გეშინინ მისა მიცემად ამისთჳს, რომელ ვინათგან შიში აქუს ღმრთისა. ამისა ჯერ-არს მიყვანება ასულისა შენისა. ამისთჳს სხუათა ქმართა ვერ უძლეს შეხებად.13. და ჰრქუა მას რაგუელ: მიმიცემიეს იგი შენდა სჯულისაებრ, რამეთუ ძმა ხარ ქალისა, და შენი არს.
ტობისი თავი 7