8. რამეთუ სიბრძნესა რაჲ თანა-წარჰჴდეს, არა თუ ხოლო ესე ევნო, რამეთუ ვერ ცნეს კეთილი, უგუნურებისაჲცა საჴსენებელი დაუტევეს სოფელსა ამას, რაჲთა რომელსა შინა შესცთეს, დავიწყებადცა ვერ უძლონ.9. ხოლო სიბრძნემან მოყუარენი თჳსნი სალმობისაგან იჴსნნა,10. მანვე მეოტი რისხვისაგან ძმისა მართალი წარმოუძღუა და მოიყვანა გზასა წრფელსა, და აჩუენა მას სასუფეველი ღმრთისაჲ, და გულისხმა-ყო ცნობაჲ წმიდათაჲ, და განამრავლნა შრომანი მისნი.
წიგნი სიბრძნისა თავი 10