19. რომელთაჲ არა ხოლო ვნებაჲ შემძლებელ იყო მათდა შემუსრვად, არამედ ხილვაჲცა პირისაჲ, რომელი აშინებდა მოსლვად მათდა.20. და თჳნიერ ამათსა ერთითა მობერვითი სულისაჲთა შემძლებელ იყო დაცემად, და საშჯელისაგან იდევნნეს, და განიბნინეს სულისაგან ძლიერებისა შენისა; არამედ ყოველი ზომით და რიცხჳთ და საწყაულით განაწესე.21. რამეთუ დიდად ძლიერებაჲ შენი შენ თანა არს მარადის, და სიმტკიცესა მკლავისა შენისასა ვინ წინა-აღუდგეს?
წიგნი სიბრძნისა თავი 11