8. არამედ ამათცა, რამეთუ კაცნივე იყვნეს, ერიდე, და წარავლინენ წინამორბედნი შენნი ბზიკნი, რაჲთა იგინი მცირედ-მცირედ მოსრნენ.9. არა შემძლებელ იყო განწყობით უღმრთოთაჲ მართალთა ჴელთა მიცემად, გინა სიტყჳთა უწყალოჲთა ერთსა შინა ჟამსა შემუსრვად,10. არამედ ჰშჯიდ და ჟამად-ჟამად ჰსცემდ ადგილსა სინანულისასა; არა უმეცარ იყავ, ვითარმედ ბორიოტ არს მყოფებაჲ მათი. და დანერგულ უკეთურებაჲ მათი, და რამეთუ არა იცვალნენ გულის-ზრახვანი მათნი.
წიგნი სიბრძნისა თავი 12