10. უბადრუკთა რომელთაჲ სასოებაჲ მათი მკუდართა თანა არს, და რომელთა ჰრქუეს ღმერთ ქმნულსა ჴელთა კაცთასა, ოქროჲ და ვეცხლი, ხუროებისა სწავლაჲ და მიმსგავსებაჲ საცხოვართაჲ და ქვასა უჴმარსა, ჴელით-ქმნულსა დასაბამისასა.11. და უკუეთუ ვინმე ტყის-მკათელმან კეთილად მეორძი ნერგი განხერხა, და მოთალა სწავლულად ნაქურცენი მისი, და ჴელოვნებით შექმნა იგი შუენიერად საჴმარად ჭურჭრად, სამსახურებელად ცხოვრებისა,12. ხოლო ნეშტი იგი საქმრისაჲ მის - მოსამზადებელად საშნებელისა, შეჭამა და განძღა;
წიგნი სიბრძნისა თავი 13