15. რამეთუ უჟამოსა გლოვასა ზედა გოდებდა მამაჲ ადრე მიღებისათჳს შვილისა; ხატი შეექმნა, ოდესმე მკუდარსა კაცსა აწ, ვითარცა ღმერთსა, პატივ-სცემს, და მიჰსცა მის ქუეშე მყოფთა მათ საიდუმლოჲ და მსახურებაჲ.16. და მერმე ჟამად-ჟამად დამტკიცნა უღმრთოებაჲ იგი, და ჩუეულებაჲ ესრჱთი, ვითარცა შჯული, დაიდვა, და მძლავრთა ბრძანებითა იმსახურებოდეს კერპნი.17. რომელთა პირისპირ ვერ უძლეს პატივის-ცემად კაცთა შორის-ყოფითა, შორისა იგი პირი გამოსახეს; და ქმნეს გამოჩინებული ხატი მეფისაჲ, რაჲთა, ვითარცა მუნ მყოფთა, შორიელსა მას ექენებოდიან წრაფითა მით.
წიგნი სიბრძნისა თავი 14