10. ნაცარ არს გული მისი, და მიწისა უუჴმარჱს - სასოებაჲ მისი. და თიჴისა უფროჲს უპატივო - ცხოვრებაჲ მისი.11. რამეთუ ვერ იცნა შემოქმედი თჳსი და რომელმან შთაჰბერა მას სული შემწჱ და მოჰსცა მას სული ცხოვრებისაჲ12. არამედ შეჰრაცხა სამღერელად ცხოვრებაჲ ჩუენი და სოფელი ესე - სავაჭრო შესაძინელ, რამეთუ ჯერ-არს ბოროტისაგან ვინაჲთვე მორეწვაჲ.
წიგნი სიბრძნისა თავი 15