6. ბოროტთა ტრფიალნო, ღირსნო ეგევითარისა სასოებისანო, და რომელნი იქმთ და გსურის და რომელთა ჰმსახურებთ.7. რამეთუ მეკეცემან ჩჩჳლი შეზილის მიწაჲ, რუდუნებნ და შექმნის ჭურჭერი სამსახურებელად ჩუენდა თითო-სახჱ, არამედ მისგანვე თიჴისა შექმნა წმიდათა სამსახურებელი ჭურჭერი, და კუალად წინააღმდგომი ყოველი ეგრევე მსგავსად; ამათი სხუაჲ რაჲმე არს ჴუმევაჲ, და მსაჯულ არს თიჴის-მოქმედი.8. და ბოროტსა რუდუნებს, ღმერთი ამაოჲ მისვე თიჴისაგან შეიქმნა, რამეთუ მცირედ უწინარჱს მიწისაგან იშვა, და მცირისა ჟამისა შემდგომად წარვალს, ვინაჲცა მოიღო, და სულისაჲ იგი მიეჴადოს თანა-ნადები.
წიგნი სიბრძნისა თავი 15