5. და რაჟამს-იგი მოუჴდა მათ ბოროტი მჴეცთა გულის-წყრომაჲ, კბენითა გულარძნილთა გუელთაჲთა განირყუნებოდეს; არავე სრულიად დაადგრა რისხვაჲ იგი.6. სწავლისა მისთჳს მცირედ ჟამ შეძრწუნდეს, და თანა-შემწედ აქუნდა იგი ცხოვრებისა, მოსაჴსენებელად მცნებისა შჯულისა შენისა.7. რომელ-იგი მოქცის, არა ხილულისა მისგან ცხონდებოდა, არამედ შენ მიერ, ყოველთაგან მაცხოვრისა.
წიგნი სიბრძნისა თავი 16