14. და ნიშებისა მის საუცრებითა იდევნებოდეს, ხოლო სულისა იგი სასოებაჲ დაჰჴსნებოდა, რამეთუ მეყსეული და მოულოდებელი შიში დაეცა მათ ზედა.15. და ესრჱთ, ვინცა იყო მუნ, დაეცემოდა, მოცეულ იყო თჳნიერ ჯაჭჳსა რკინისაჲსა და საპყრობილესა შეწყდომილ.16. დაღათუ ქუეყანის-მოქმედი ვინ იყო, გინა მწყემსი, გინა უდაბნოს-მუშაკი - რუდუნებასა შე-ვე-ეპყრა, განუჴსნელითა მით ჭირითა დაიპყრა, რამეთუ ერთითა ჯაჭჳთა ბნელისაჲთა შეკრულ იყვნეს იგინი.
წიგნი სიბრძნისა თავი 17