7. ხოლო გრძნებისაჲ იგი სიმღერისა ჴელოვნებაჲ დაცემულ იყო ქუეყანად, და გონებისა იგი სილაღისა მამხილებელი საგინებელად იყო.8. რომელნი-იგი უთქუმიდეს რისხვასა და შეძრწუნებასა წარქცევად სულსა სნეულისასა, საკიცხელითა შიშითა დასნეულდეს.9. და შეურაცხიცა ნიში აშინებდა მათ, მფრინველთა თანა-წარსლვითა და ქუეწარმავალთა სტუენითა მოისრვოდეს ძრწოლით, და ვერ-ვინაჲ-განსარინებელსა მას აერსა თუალთა-მიდგმად უვარებდეს.
წიგნი სიბრძნისა თავი 17