1. ხოლო წმიდათა შენთაჲ დიდი იყო ნათელი, რომელთაჲ ჴმაჲ ესმოდა, ხოლო ხატსა არა ჰხედვიდეს, რამეთუ მათცა ევნებოდავე და ჰნატრიდეს,2. ვითარმედ არა ავნებენ, ვინაჲსწარღა იგი ევედრებოდა, ჰმადლობდეს ღმერთსა. და თანა-წარსლვისათჳს სიხარულით ევედრებოდეს.3. და ცეცხლითა შეწუვისა წილ სუეტი ცეცხლისაჲ მოსცა მათ მძღურად გზასა, რომელ არა იცოდეს, და მზჱ უვნებელად და პატივისა-მოყუარედ უცხოებასა მას შინა მათსა მოჰსცა მათ.
წიგნი სიბრძნისა თავი 18