3. და ცეცხლითა შეწუვისა წილ სუეტი ცეცხლისაჲ მოსცა მათ მძღურად გზასა, რომელ არა იცოდეს, და მზჱ უვნებელად და პატივისა-მოყუარედ უცხოებასა მას შინა მათსა მოჰსცა მათ.4. რამეთუ ღირდეს-ვე იგინი მოკლებისა მის ნათლისა, და რაჲთა შეყენებულ იყვნენ ბნელსა, რომელთა-იგი პყრობილად ეპყრნეს ძენი შენნი, რომელთა მიერ მოცემად იყო შჯული უხრწნელი და ნათელი სოფელსა მოწევნად.5. ხოლო მათ ეზრახა წმიდათა მათ ჩჩჳლნი მოწყუედად, ხოლო ერთისა, რომელ განაგდეს შვილი, განერა; მამხილებელად მათა მათისა მისთჳს სიმრავლის-უყუარულებისა შვილთაჲსა ერთბამად წარწყმიდენ იგინი სიმრავლესა შინა წყალთასა.
წიგნი სიბრძნისა თავი 18