1. მართალთა სულნი ჴელთა შინა ღმრთისათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა.2. საგონებელ იყვნედ თვალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდრად და შეერაცხა ბოროტად განსლვა მათი.3. ჩუენგან განსლვა შემუსრვილად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა.4. დაღათუ თუალთა წინაშე კაცთასა იტანჯნენ, არამედ სასოება მათი უკუდავებითა სავსე არს.5. და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველყოფილ იყვნენ, რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა,6. ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი და ვითარცა ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთა, შეიწყნარნა იგინი.7. და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ და, ვითარცა ნაბერწყალნი, ლერწამსა შინა რბიოდიან.8. შჯიდენ თესლებსა და დაიპყრიან ერნი. და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ.9. რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას, რამეთუ მადლი და წყალობა რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.10. ხოლო უგუნურთა, ვითარცა ეგონა, მიიღონ, რომელთა უდებ-ყვეს სიმართლჱ და უფლისაგან განდგენ.11. რომელმან სიბრძნჱ და სწავლულებაჲ შეურაცხ-ყოს, იგი უბადრუკი არს, და ცუდ არს სასოებაჲ მისი, და შრომანი - ურგებ; და უჴმარ - საქმენი მათნი.12. ცოლნი მათნი - უგუნურ, და უკეთურ - შვილნი.13. წყეულ იყავნ შობაჲ მათი. ხოლო ნეტარ არს ბერწი, ყოლად-შეუგინებელი, რომელმან არა იცნა საწოლი შეცოდებით, რამეთუ აქუნდეს ნაყოფი მოხედვასა სულთასა.14. და საჭურისმან, რომელმან არა ქმნა ჴელითა უშჯულოებაჲ, და არცა გულსა მოიღო უფლისა თჳსისა ბოროტი, მოეცეს მას სარწმუნოებისა მადლი რჩეული, ნაწილი ტაძარსა ღმრთისასა უგულმოდგინჱ.15. რამეთუ კეთილთა შრომათა სასყიდელი - კეთილ და ჩინებულ, და დაუცოდებელ - ძირი გონიერებისაჲ.16. ხოლო შვილნი მომრუშეთანი უსრულ იყვნენ, და უშჯულოებისაგან საწოლისა თესლი განირყუნეს.17. დაღათუ დღეგრძელ იყვნენ, არავე შეირაცხნენ, და უპატივო იყოს უკუანაჲსკნელი სიბერჱ მათი.18. უკუეთუ მეყსეულად აღესრულნენ, არა აქუნდეს სასოებაჲ და არცა დღესა მას გამოცნობისასა - ნუგეშინის-ცემაჲ,19. რამეთუ ნათესავისა ცრუჲსაჲ იყოს აღსასრული.