1. ქებასა მართლისასა იხარებდინ ერნი, რამეთუ უკუდავება არს საჴსენებელი მისი, რამეთუ ღმრთისა მიერცა საცნაურ არიან და კაცთა მიერცა და სათნო ღმრთის არს სული მისი.2. აწინდელსა ჟამსა - საბაძველ იგი და წარსრული - სასურველ, და საუკუნესა მას გჳრგჳნოსნებით წარჩინებულ იყოს, შეუცოდებელთა თანა ღუაწლსა მას სძლო.3. მრავალნაშობი იგი სიმრავლჱ უღმრთოთაჲ - არად საჴმარ; და მრუშეთაგანმან ნაშობმან არა დაიბნეს სიღრმედ ძირნი, და არცა კრძალული სლვაჲ ფერჴთაჲ დაემტკიცოს.4. დაღათუ რტოჲთა ჟამ ერთ აღმოსცენდენ, საბრკოლებელსავე ვალს, ქარისაგან შეირყიის, და სასტიკისაგან ქარისა ძირით აღიფხურის.5. და მოემუსრნენ რტონი უსრულნი, და ნაყოფი მათი უჴმრად, და უჟამოდ საჭმლად არარად მარჯუჱ.6. რამეთუ უშჯულოებისაგან ძილისა შვილნი შობილნი მოწამჱ არიან მამა-დედათა განკითხვასა მათსა.7. მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს;8. რამეთუ სიბერისა პატიოსნება არა მრავალი ჟამი, არცა რიცხჳ წელთა აღრაცხილ, რამეთუ მჴცოვანება არს გონიერება კაცთა,9. და ჰასაკ სიბერისა ცხოვრება უბიწო.10. სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა, და გარდაიცვალა და წარიტაცა, რათა არა უკეთურებამან ცვალოს გულისჴმის-ყოფა მისი, ანუ ზაკვამან აცთუნოს სული მისი.12. რამეთუ შური სიხენეშისა დააბნელებს კეთილსა და გურიობამან გულისთქუმისამან ცვალის გონება უმანკოთა.13. აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი,14. რამეთუ სათნო იყო უფლისა სული მისი. ამისთჳს ისწრაფა განსლვა შორის უკეთურებისა, ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი,15. რამეთუ მადლი და წყალობა რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.16. და სჯოს მართალმან, რომელი დაშურა, ცოცხალნი უღმრთონი და ჭაპუკი, რომელი აღესრულა ადრე, მრავალწლისანი ბერნი ცრუნი;17. რამეთუ იხილონ აღსასრული ბრძნისაჲ და ვერ ცნან, რაჲ იზრახა მისთჳს და რაჲსათჳს შეიკრძალა იგი უფალმან.18. იხილონ და შეურაცხ-ყვნენ იგი, ხოლო უფალი ეცინოდის მათ; და იყვნენ ამისა შემდგომად დასაცემელ უპატივო და საგინებელ მკუდართა შორის საუკუნოდ;19. რამეთუ განხეთქნეს უჴმონი ხერხვით და შეძრნეს იგინი საფუძველითგან დასასრულადმდე, მოოჴრდენ და იყვნენ იგინი სალმობასა შინა; და საჴსენებელი მათი წარწყმდეს.20. და მოვიდენ განზრახვასა ცოდვათა მათთასა შიშით, და ამხილოს პირისპირ უშჯულოებამან მათმან.