წიგნი სიბრძნისა 5:11
10. და ვითარცა ნავი ღელვასა ზღჳსასა წარვიდის და კუალი არღარა იპოის, არცა ადგილი სლვისა მისისა ღელვათა ზედა,11. გინა თუ მფრინველი რა გამოფრინდის აერსა, არა იპოის სახე სლვისა, გუემისა ნაწევართა იტანჯების ქარისაგან სულმცირისა, აღიღებნ ძლით, მძაფრად ძრავნ ფრთეთა და განვლის, ამისა შემდგომად არა იპოის სასწაული განსლვისა მისისა.12. ანუ ვითარცა ისარი განტყორცებული ბანსა, განაპის აერი და მუნვე შეირწყუის, და ვერ საცნაურ იქმნის განსლვა იგი მისი.
წიგნი სიბრძნისა თავი 5