21. უკუეთუ გნებავს საყდართა და ტომთა ზედა, მთავარნო ერისანო, პატივ-ეცით სიბრძნესა, რაჲთა საუკუნოდ ჰმეფობდეთ.22. ხოლო რაჲ არს სიბრძნჱ და ვითარ იყო, გითხრა თქუენ, არა დაგიმალო თქუენ საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, არამედ დასაბამითგან ყოფისაჲთ გამოვიკულიო და დავდვა განცხადებულად ცნობაჲ მისი. და არა თანა-წარვჰჴდე ჭეშმარიტებასა,23. და არცა შურსა დადნობილსა თანა-უვიდოდე, რამეთუ ესევითარი არა ეზიარის სიბრძნესა.
წიგნი სიბრძნისა თავი 6