მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ამოსისი 5:2

1. ისმინეთ სიტყუა უფლისა ღმრთისაჲ: ესე, რომელ მე მომაქუს თქუენ ზედა გოდებაჲ: სახლი ისრაჱლისაჲ დაეცა. არღა მერმე ნუ შესძინოს აღდგომად.2. ქალწულმან ცთომა-ყო თჳთ მას ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა. არა არს აღმადგინებელი მის3. მით, - რამეთუ ამათ იტყუს უფალი, უფალი: ქალაქი, რომლისაგან გამოვიდოდეს ათასნი, დაშთეს ასნი, და რომლისაგან გამოვიდოდეს ასნი, დაშთეს ათნი სახლსა ისრაილისასა
წინასწარმეტყველება ამოსისი თავი 5
2. ქალწულმან ცთომა-ყო თჳთ მას ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა. არა არს აღმადგინებელი მის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უცნობი დღის სარგებელი და უეცრობა:

...ესაია 5:19) და კვლავ: „ვაჲ რომელთა გული უთქუამს დღესა უფლისასა.“ () რადგან იგი უბრალოდ ამ დღის მოსურნეებზე კი არ ამბობს, არამედ მათზე, ვისაც ეს ურწმუნოების გამო სურს; და კიდევ ამბობს: „არა ბნელ არს დღე უფლისაჲ და არა ნათელ და ალმურ არმქონებელ ნათელსა თჳსსა“ ()); ამიტომ თქვა პავლემ ასე.

და იხილე, როგორ ანუგეშებს შეჭირვებულებს, თითქოს ეუბნებოდეს: ნუ მიიჩნევენ მოწინააღმდეგეთა კეთილდღეობას იმის საბუთად, თითქოს სამსჯავრო არ მოდის; სწორედ ასე მოდის იგი. ღირს ისიც გამოვიძიოთ: თუ ანტიქრისტე მოდის და ელიაც მოდის, როგორღა, როცა იტყვიან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“ (), მაშინ მოიწევა მათზე უეცარი მომსრველი? რადგან ეს მოვლენები, როგორც იმ დღის მოსვლის ნიშნები, შეუძლებელს გახდიდა დღის უცნობად დარჩენას. მაგრამ პავლე ამ ჟამს არ მიანიშნებს — ანტიქრისტეს ჟამს ვგულისხმობ; არც იმას ამბობს, რომ ქრისტეს მოსვლას ნიშანი ექნება, არამედ იმას, რომ ქრისტე ნიშნით კი არ მოვა, არამედ ერთბაშად და მოულოდნელად....

სრულად ნახვა