წინასწარმეტყველება ანგიასი 1:11
10. ამისთჳს დაყუდნეს ცაჲ ცუარისაგან და ქუეყანამან დააცადნეს ნაყოფიერებანი მისნი.11. და მოვხადო მახჳლი ქუეყანასა ზედა და მთათა ზედა, და იფქლსა ზედა, და ღჳნოსა ზედა, და ზეთსა ზედა და რაოდენსა გამოიღებს ქუეყანაჲ, და კაცთა ზედა, და საცხოვართა ზედა, და ყოველთა ზედა ტკივილთა ჴელთა მათთასა.12. და ისმინა ზორობაბელ სალათელისმან, ტომისაგან იუდაჲსსა, და იისუ, იოსედეკისმან, მღდელმან დიდმან და ყოველთა დანაშთომთა ერისათა ჴმისა უფლისა ღმრთისა მათისაჲ და სიტყუათა ანგეა წინაწარმეტყუელისათა, ვითარ-იგი გამოავლინა უფალმან ღმერთმან მისმან მათდა მიმართ და შეეშნა ერსა პირისაგან უფლისა.
წინასწარმეტყველება ანგიასი თავი 1