წინასწარმეტყველება ბარუქისი 1:3
2. წელსა მეხუთესა, შჳდსა თჳსასა, ჟამსა, რომელსა წარიღეს ქალდეველთა იერუსალჱმი და მოწუეს იგი ცეცხლითა.3. და წარიკითხნა ბარუქმან სიტყუანი წიგნისანი ყურთა მიმართ იექონიაჲსთა, ძისა იოაკიმისთა, მეფისა იუდაჲსთა, და ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა, რომელნი მოვიდოდეს მის წიგნისა,4. და ყურთა ძლიერთა და ძეთა მეფეთასა, და ყურთა მიმართ მოხუცებულთასა, და ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა კნინითგან ვიდრე დიდადმდე მათდა, ყოველთა დამკჳდრებულთა ბაბილონს შინა, მდინარესა ზედა სუდსა.
წინასწარმეტყველება ბარუქისი თავი 1