წინასწარმეტყველება დანიელისა 10:13
12. და თქუა ჩემდა მომართ: ნუ გეშინინ, დანიელ, რამეთუ დღითგან პირველით, რომლით მიეც გული შენი გულისხუმის-ყოფად და ძჳრის-ხილვად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, სასმენელ ექმნეს სიტყუანი შენნი. და მე მოვედ სიტყუათა შინა შენთა.13. და მთავარი მეფობისა სპარსთაჲსაჲ დგა წინააღმდგომად ჩემდა ოცდაერთსა დღესა. და, აჰა, მიხაილ, ერთი მთავართაგანი პირველთაჲ მოვიდა შეწევნად ჩემდა. და იგი დაუტევე მუნ მთავარსა თანა მეფობისა სპარსთაჲსასა.14. და მოვედ გულისხუმის-ყოფად შენდა, რაოდენნი შეემთხჳნენ ერსა შენსა უკანაჲსკნელთა დღეთა ზე, რამეთუ მერმე ხილვაჲ დღეთა მიმართ.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 10