მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება დანიელისა 13:5

4. და იყო იოაკიმ მდიდარ ფრიად; და იყო მისსა სამოთხე მეზობლად სახლისა მისისა, და მისსა მიმართ მივიდოდეს იუდეანნი ყოფისათჳს მისისა უდიდებულეს ყოველთასა.5. და გამოჩინებულ იქმნნეს ორნი მოხუცებულნი ერისაგან მსაჯულად მას წელიწადსა შინა, რომელთათჳს თქუა მეუფემან, ვითარმედ: გამოვიდა უსჯულოებაჲ ბაბილონით მოხუცებულთაგან მსაჯულთა, რომელნი ჰგონებდეს მართებასა ერისასა.6. ესენი დადგრომილ იყუნეს სახლსა შორის იოაკიმისსა და მოვიდოდეს მათდამი ყოველნი შჯადნი.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 13
5. და გამოჩინებულ იქმნნეს ორნი მოხუცებულნი ერისაგან მსაჯულად მას წელიწადსა შინა, რომელთათჳს თქუა მეუფემან, ვითარმედ: გამოვიდა უსჯულოებაჲ ბაბილონით მოხუცებულთაგან მსაჯულთა, რომელნი ჰგონებდეს მართებასა ერისასა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. ნოეს წინასწარმეტყველური კურთხევანი (9:26-27):

...შვილიც თავისთავად მანკიერი იყო, და ყველა მისი შთამომავალი გახრწნილი და უკეთურებისკენ გადახრილი; ამის შესახებ მოისმინე, რას ამბობს წერილი საყვედურით: «მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა» (); და სხვა ადგილას საყვედურით: «თესლო ქანანისაო და არა იუდასო» (). მაგრამ, შევიტყვეთ რა, რა სასჯელს დაექვემდებარა მამის სიშიშვლის გამჟღავნებელი, ახლა ისიც უნდა მოვისმინოთ, რა ჯილდოს იმსახურებენ, ვინც მამისადმი ასეთი პატივისცემა და მოწიწება გამოიჩინა. «და თქუა», ნათქვამია, (ნოემ): «კურთხეულ არს უფალი ღმერთი სემისი და იყოს ქანან მონა მისსა» (). ეს, შესაძლოა, იტყვის ვინმე, არ ნიშნავს სემის კურთხევას. პირიქით, აქ ნოემ ყველაზე მაღალი კურთხევა გადასცა. მართლაც, როცა ღმერთი ადამიანებისგან იდიდება და იკურთხება, ჩვეულებრივ, უხვ კურთხევას უწყალობებს მათ, ვისი გამოც თავად იკურთხება. ამიტომ ნოემ, ღმერთს რომ აკურთხა, თითქოს უფრო დიდ კურთხევაზე ავალდებულა და სემს უფრო დიდი საზღაური მოუპოვა, ვიდრე რომ თავად აკურთხოს. როგორც იმ შემთხვევაში, როცა ღმერთი ჩვენი გამო იკურთხება, ის დიდი კურთხევით გვაღირსებს, ასევე, პირიქით, როცა სხვები ჩვენი გამო ჰგმობენ მას,...

სრულად ნახვა