წინასწარმეტყველება დანიელისა 2:8
7. მიუგეს მეორედ და თქუეს: მეფემან უთხარნ ძილისშორისი ყრმათა მისთა და თანშეტყუება მისი მიუთხრათ.8. და მიუგო მეფემან და ჰრქუა: ჭეშმარიტებისა თანა უწყი მე, ვითარმედ ჟამი თქვენი მოწევნულ არს, ვითარცა უწყით, რამეთუ განმეყენა ჩემგან სიტყუაჲ.9. უკეთუ უკუე ძილისშორისი არა მომითხრათ მე, და უწყი, ვითარმედ სიტყვა მტყუარი და განხრწნილი თანდასდევით თქუმად წინაშე ჩემსა, ვიდრემდის არა ჟამი წარჴდეს, ძილისშორისი ჩემი მითხართ მე, და ვცნა, ვითარმედ თანშეტყუებასაცა მისსა მომითხრობთ მე.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 2