...ას ხსნის, — როგორ ამტკიცებს თავის მორჩილთა უსაფრთხოებას იმ გარემოებების მეშვეობითვე, რომლებიც მოჩვენებითად მტრულნი და საწინააღმდეგონი არიან. რატომ, მითხარი, ეს მეფე ასეთ მზრუნველობას იჩენს მართლის მიმართ, მთელ ქალაქს აცნობებს მის შესახებ, დიდ და უდიდესი ყურადღების ღირს ადამიანად წარმოაჩენს? ასევე ნაბუქოდონოსორმაც (), სამი ყრმა რომ ღუმელში ჩააგდო და საქმით შეიტყო ამ ტყვე ჭაბუკთა სათნოება, დაიწყო მათი დიდება და ყველგან თავისი ენით აღამაღლებდა. სწორედ ამაში იხსნება განსაკუთრებით ღვთის ძალის სიდიადე, რომ იგი ღვთის მორჩილთა შესახებ თავად მათ მტრებს ქადაგებინებს. და მან, ვინც მრისხანებით ღუმლის გახურებას ბრძანებდა, როცა დაინახა, რომ ყრმათა სათნოებამ, ზეგარდამო შეწევნით, ცეცხლის ძალასაც სძლია, მეყსეულად გონება შეიცვალა და აღმოხდა: „მონანი ღმრთისა მაღლისანი!" შეხედე, როგორ ადიდებს არა მხოლოდ მათ, არამედ ყოველივეს მეუფესაც. „მონანი ღმრთისა მაღლისანი, — ამბობს, — გამოვედით და მოვედით!" (). რა მოგივიდა? შენ არ გადაეცი ისინი სასჯელს? შენ არ ბრძანე ღუმელი იმ ზომამდე გაეხურებინათ? დიახ, ამბობს, მაგრამ ახლა საკვირველ და საოცარ საქმეებს ვხედავ. ამ სტიქიამ, თითქოს საკუთარი ძალა დაივიწყა, თითქოს რაღაც ბორ...
წინასწარმეტყველება დანიელისა 3:9
8. მაშინ მოუჴდეს მამრნი ქალდეველნი და შეასმენდეს იუდეანთა, და მიმგებელთა ჰრქუეს მეფესა ნაბუქოდონოსორს:9. მეფეჲ საუკუნეთადმი ცოცხლებდინ!10. შენ, მეფე, დასდევ რწმენაჲ: ყოველმან კაცმან, რომელმანცა ისმინოს ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა, და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა,
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 3