მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება დანიელისა 4:2

1. მე, ნაბუქოდონოსორ, წარმართებით ვიყავ სახლსა შორის ჩემსა და კეთილმყუავან საყდარსა ზედა ჩემსა.2. ძილისშორისი ვიხილე და შემაშინა მე. და შევშფოთენ საწოლსა ზედა ჩემსა და ხილვათა თავისა ჩემისათა აღმაშფოთეს მე.3. და ჩემ მიერ დაიდვა რწმენაჲ შემოყვანებად წინაშე ჩემსა ყოველთა ბრძენთა ბაბილონისათა, რაჲთა თანშეტყუებაჲ ძილისშორისისაჲ მაუწყონ მე.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 4
2. ძილისშორისი ვიხილე და შემაშინა მე. და შევშფოთენ საწოლსა ზედა ჩემსა და ხილვათა თავისა ჩემისათა აღმაშფოთეს მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პა ვითარმედ ჯერ-არს ზეცისა დიდებისა ძიებაჲ და არა ქუეყანისაჲ; და მოწყალებისათჳს:

...თესლი?

ამისთჳს გევედრები, ნუმცა დავიჭირვებთ კეთილთა მათ ზეცისა-თა; რაჲცა ჰნებავს, თქუას ვინ ჩუენთჳს, და ვის ჰნებავს, განრისხნებოდიან ზედაჲსზედა სწავლისა ამისთჳს და მრავალმეტყუელად გჳწოდენ, ხოლო მე არა დავსცხრე სწავლად და თქუმად სიტყუასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა, ვითარმედ: „ცოდვანი შენნი მოწყალებითა აღჴოცენ“.

არამედ ნუ ესრეთ, რაჲთამცა დღეს ჰქმენ და ხვალე დასცხერ; რამე-თუ ვითარცა ჴორცთა ამათ მარადღე საზრდელი უჴმს, ეგრეთვე არს სული, და უფროჲსად მას ეჴმარების, და უკუეთუ არა მივსცეთ, მოუ-ძლურდების. და ნუმცა უკუე შეურაცხ-ვჰყოფთ, რამეთუ ჭირსა შინა მოიშთვების მარადის, რამეთუ მრავალნი წყლულებანი მოვლენ მის ზედა გულისთქუმათაგან, გულისწყრომისაგან, ძჳრისზრახვისა, უდბებისა, ძჳრისჴსენებისა და შურისა. ჯერ-არს უკუე, რაჲთა წამალნიცა დავასხნეთ მის ზედა, ხოლო არა მცირე არს წამალი იგი მოწყალებისაჲ ყოველთათჳს წყლულებათა, რამეთუ „მიეცით მოწყალებაჲ, და ყოველივე წმიდა გეყოს თქუენ“, მოწყალებაჲ დადევით თქუენ ზედა და ნუ ანგაჰრებასა დასდებთ, რამეთუ მოწყალებაჲ ჯერ-არს, რაჲთა უცხო იყოს ყოვლისაგან უსამართლოებისა. უკუეთუ არა, მოწყალებაჲ ანგაჰრებით ქმნილი არად საჴმარ არს, არამედ რომელი წმიდა იყოს, იგი არს კეთილ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ზ რაჲთა არა გამოვიწულილვიდეთ სიტყუათა სარწმუნოებისათა, არამედ გურწმენენ გამოუძიებელად სიტყუანი წმიდათა წერილთანი:

...რებაჲ მათი და ჴსენებაჲ. და კუალად არს სხუაჲცა წამალი აჴოცისა მათისაჲ: რაჲთა არავის ჩუენდა მომართ შეცოდებულისა ვიჴსენებდეთ ძჳრსა, არამედ შეუნდობდეთ. გნებავსა, რაჲთა მესამჱცა გითხრა? ისმინე დანიელ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რასა იტყჳს: „ცოდვანი შენნი მოწყალებითა აჰჴოცენ და უშჯულოებანი შენნი - შეწყალებითა გლახაკთაჲთა“. და კუალად არს სხუაჲცა გზაჲ აჴოცისა მათისაჲ: ლოცვისა სიმრავლე და ვედრებაჲ ღმრთისაჲ უწყინოდ მოგუცემს ნუგეშინის-ცემასა შენდობისასა, და მარხვაჲ რაჟამს სხუათა მოწყალებითა იქმნებოდის, დაჰშრეტს მოტყინარებასა ღმრთისა რისხვისასა, რამეთუ „ცეცხლი მოტყინარე დაშრიტის წყალმან, და მოწყალებითა განწმდებიან ცოდვანი“. ამათ უკუე ყოველთა გზათა ვიდოდით, რამე-თუ უკუეთუ ამათ შინა ვყოთ სლვაჲ ჩუენი, არა თუ ოდენ გარდასრულნი ცოდვანი განვიბანნეთ, არამედ მომავალთათჳსცა შევზღუდნეთ თავნი ჩუენნი და არა ვსცეთ ეშმაკსა ადგილი ბრძოლად ჩუენდა და შთაგდებად უდბებასა და ამაოსა მას გამოძიებასა. რამეთუ ესეცა ამისგან მოიწევის, რაჟამს კაცსა არა აქუნდეს საქმე სათნოებისაჲ, არამედ მოცალებით იყოს. ხოლო ჩუენ ვისწრაფოთ სათნო-ყოფად ღმრთისა, რაჲთა მცირესა ამას ჟამსა დავშურეთ და მერმე უკუნისამდე ვიშუებდეთ კეთილთა მათ შინა ზეცისათა მა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოზ მოწყალებისათჳს და ძმათმოყუარებისა:

...რ ჩუენდა რწმუნებულ არს. რაჲსათჳს უკუე ესრეთ უმადლოდ გამოვაჩინებთ თავთა ჩუენთა?

გულისხმა-ვყოთ, თუ რაოდენ საწადელ იყო პოვნად ღონისა შენდობად შემდგომად ნათლის-ღებისა მოწევნულთა ცოდვათა. უკუეთუმცა არა ეთქუა, თუ: „იქმოდეთ ქველისსაქმესა, რაჲთა მიგეტევნენ ცოდვანი“, ; ; რავდენნიმცა იტყოდეს: ჰე თუმცა იყო ღონე მიცემად საფასისა და განრომად საუკუნეთა მათგან სატანჯველთა. ხოლო ვინაჲთგან ესე იქადაგა, აწ კუალად უდებ იქმნეს. ამას ზედა მრავალნი მეტყჳან, ვითარმედ: ჰე, მივსცემ გლახაკთა, რაჲსათჳს მაყუედრებ? არამედ რაჲ არს სიტყუაჲ, კაცო? ჯერეთ არა მიგიცემიეს არცა თუ მის ქურივისა სწორად, რომელმან ორი იგი წულილი დადვა ფასისსაცავსა, არცა თუ ზოგი მისისა მის შესაწირავისაჲ, რამეთუ ნამეტნავისა შენისა ასეულსაცა არა მისცემ და უმეტესსა ცუდსა და ამაოთა საქმეთა ზედა იზღვევი ხადილობად და მთრვალობად და სხუათა უძჳრესთა, ვითარცა მონისა მისთჳს თქუა, ვითარმედ: „ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა და სცემდეს მის თანამონათა“. ესე იგი არს, თჳსსა მას უწესოვებასა თანა მოყუსისაცა ცხორებაჲ შეურაცხ-ეყოს, რომელ-ესე დიდად განმამწარებელ არს ღმრთისა. ამისთჳს ორად განკუეთასა ბრძანებს ესევით...

სრულად ნახვა