წინასწარმეტყველება დანიელისა 4:23
22. და შენ განგდევნონ კაცთაგან და მჴეცთა თანა ველურთა იყოს მკჳდრობა შენი. და თივასა, ვითარცა ზროხასა, გაჭამებდენ შენ და ცუარისაგან ცისა სხეული შენი შეიღებოს. და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა, ვიდრემდის სცნა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობისა კაცთაჲსა და, რომლისაჲცა სთნდის, მისცის იგი.23. და რამეთუ თქუა: აცადოთ მორჩი ძირთა ხისათაჲ. მეფობა შენი შენ გიგებდეს, ვიდრემდის სცნობდე ჴელმწიფებასა ზეციერსა.24. ამისთჳს, მეფე, განზრახვაჲ ჩემი სათნო-გეყავნ შენ. და ცოდვანი შენნი მოწყალებითა იჴსნენ და უსამართლოებანი შენნი შეწყნარებითა დავრდომილთა თანა, ნუუკუე სულგრძელ ექმნის შეცოდებათა შენთა.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 4