წინასწარმეტყველება დანიელისა 4:30
29. და კაცთაგან განგდევნონ შენ, და მჴეცთა თანა ველურთა იყოს მკჳდრობა შენი და თივასა, ვითარცა ზროხასა, გაჭამებდენ შენ, და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა, ვიდრე არა სცნა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობასა კაცთაჲსა და, რომლისა სთნდეს, მისცემს მას.30. მასვე ჟამსა სიტყუაჲ შესრულდა ნაბუქოდონოსორის ზედა, და კაცთაგან განიდევნა, და თივასა, ვითარცა ზროხა, ჭამდა, და ცუარისაგან ცისა სხეული მისი შეიღებვოდა, და თმანი მისნი, ვითარცა ლომთანი, განდიდნეს, და ფრჩხილნი მისნი, ვითარცა მფრინველთანი. ზ31. და შემდგომად დღეთასა მე, ნაბუქოდონოსორ, თუალნი ჩემნი ცად მიმართ აღვიხუენ და გრძნობანი ჩემნი მოიქცეს ჩემდამო, და მაღალი ვაკურთხე, და მცხოვნი საუკუნოდ ვაქე და ვადიდე, რამეთუ ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, და მეფობა მისი ნათესავად და ნათესავად.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 4