წინასწარმეტყველება დანიელისა 5:6
5. მას ჟამსა შინა გამოვიდეს თითნი ჴელისა კაცისანი და წერდეს პირისპრ ლამპრისა, საგოზელსა ზედა კედლისასა სახლისა მეფისაჲსა და მეფე ხედვიდა თითთა მათ ჴელისა მწერლისასა.6. მაშინ შესახედავი მეფისა შეიცვალა, და გულისზრახვანი მისნი აღშფოთებულ იქმნეს, და სანაწევრონი წელთა მისთანი ყოვლითურთ დაიჴსნებოდეს და მუჴლნი მისნი ერეკებოდეს.7. და ღაღად-ყო მეფემან ძლიერად შეყუანება მოგუთა, ქალდეველთა, და ღაზარინელთა. მიუგო მეფემან და ჰრქუა ბრძენთა ბაბილონისათა, ვითარმედ: ყოველმან კაცმან, რომელმან წარიკითხოს ნაწერი ესე და თანშეტყუება მისი მაუწყოს მე, პორფირი შეიმოსოს და მანიაკი ოქროსაჲ ქედსა ზედა მისსა, და მესამედ მთავრობდეს მეფობასა შორის ჩემსა.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 5