წინასწარმეტყველება დანიელისა 6:13
12. და მოსრულნი ეტყჳან მეფესა: მეფე, არა განსაზღურებაჲ დააწესეა, რაჲთა ყოველმან კაცმან, რომელმანცა ითხოოს ყოვლისაგან ღმრთისა და კაცისა სათხოველი ვიდრე დღეთამდე ოცდაათთა, გარნა თჳნიერ შენსა, მეფე, შთავარდეს მღჳმესა ლომთასა? და თქუა მეფემან: ჭეშმარიტ არს სიტყუა და რწმენაჲ მიდთა და სპარსთაჲ და არა წარჴდეს.13. მაშინ მიუგეს და თქუეს წინაშე მეფისა: დანიელ ძეთაგანი ტყუეობისა იუდაჲსთაჲ არა ერჩდა რწმენასა შენსა განსაზღურებისათჳს, რომელ დააწესე, და ჟამთა დღისათა სამთა ითხოვს ღმრთისაგან თჳსისა თხოათა მისთა.14. მაშინ მეფესა ვითარცა ესმა სიტყუა, ფრიად შეწუხნა მის ზედა და დანიილისათჳს იღუწიდა, ვითარ განარინოს იგი, და ვიდრე მწუხრამდე ღუაწლსა შინა იყო განრინებად მისსა.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 6