წინასწარმეტყველება დანიელისა 7:8
7. და შემდგომად მისსა ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, მჴეცი მეოთხე საშინელი და განსაკჳრვებელი და ძლიერი მეტად, და კბილნი მისნი რკინისანი და დიდნი, ჭამდა და დააწულილებდა, და დანაშთომთა მისთა დასთრგუნვიდა. და იგი განხრწნიდა მეტადრე უფროს ყოველთა მჴეცთა უწინარესთა მისთასა და რქანი ედგნეს მას ათნი.8. და რქათა მისთა განვიცდიდ, ათნი რქანი მისნი, და, აჰა, რქა სხუაჲ მცირე აღმოვიდოდა შორის მათსა. და სამნი რქანი წინასწარნი მისნი აღმოიძირნეს პირისაგან მისისა. და, აჰა, თუალნი ვითარცა თვალნი კაცისანი, რქისა მის შორის და პირი მეტყუელი დიდ-დიდთა. და ჰყოფდა ბრძოლასა წმიდათა მიმართ.9. და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი - ცეცხლი მოტყინარე.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 7