წინასწარმეტყველება დანიელისა 8:13
12. და მოეცა მსხუერპლსა ზედა ცოდვაჲ, და-მე-ვარდა სიმართლე მიწად, და ქმნა და წარემართა.13. და მესმა ერთისა წმიდისა სიტყჳსა მზრახვალისაჲ, და ჰრქუა ერთმან წმიდამან ფილმონსა, მზრახვალსა: ვიდრემდის ხილვაჲ დადგეს და მსხუერპლი უქმქმნილი, და ცოდვა იგი მოოჴრდეს, რომელ მოეცა, და წმიდაჲ და ძალი დაითრგუნოს?14. და ჰრქუა მას: ვიდრე მწუხრამდე და განთიად დღენი ორ ათას და სამასნი, და განწმედს წმიდასა.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 8