წინასწარმეტყველება დანიელისა 8:3
2. და ვიხილე ხილვასა შინა, და იქმნა ხედვასა შინა ჩემსა. და ვიყავ მე შობიბორისასა ტაძარსა, რომელ არს სოფელსა ელამისასა, და ვხედევდ ხილვასა შინა. და ვიყავ უბალსა ზედა.3. და აღვიხუენ თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ვერძი ერთი მდგომარე უბალსა თანა, და ესხნეს მას რქანი, და რქანი მაღალნი, და ერთი იგი უმაღლეს ერთისა მის, და მაღალი აღვიდოდა უკანაჲსკნელ.4. და ვიხილე ვერძი იგი მრქენალად ზღუად მიმართ და ჩრდილოთ და სამხრით, და ყოველნი მჴეცნი ვერ დადგეს წინაშე მისსა, და არავინ იყო განმარინებელ ჴელისაგან მისისა, და ქმნა ნებისაებრ თჳსისა და განდიდნა.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 8