...სასრულად იერუსალჱმისა მოოჴრებასა იტყჳს. და ესე საცნაურ არს შემდგომისა მის სიტყჳსაგანცა, რამეთუ შემოიღო სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელებისაჲ დასამტკიცებელად მათისა მის მოოჴრებისა და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ“ (24,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აღუჴსენნა სიტყუანი დანიელისნი, რაჲთა აღმოიკითხონ წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი და გულისჴმა-ყონ. ხოლო საძაგელად მოოჴრებისა უწესს ხატსა მას ძეგლოანსა მომაოჴრებელისა მის, რომელი აღჰმართა ქალაქსა მას შინა და ტაძარსა, ამისთჳს მოოჴრებისად სახელსდვა. და რაჲთა ცნან, ვითარმედ ცხორებასავე ვიეთთამე მათგანთა ყოფად არს ესე, ამისთჳს ეტყჳს: „რაჟამს იხილოთო საძაგელი მოოჴრებისაჲ“.
და ესეცა სასწაული არს ქრისტეს ძალისაჲ და მათისა მის ახოვნებისაჲ, რომელ ჟამთა მათ, რომელთა ებრაელთა მიმართ ყოველთა ტომთა ბრძოლაჲ დაუგებელი აქუნდა, იგინი ქადაგებდეს უშიშად. ოდეს-იგი ბრძანებაჲ კეისრისაჲ განაჩინებდა დევნულებისა დიდისა ყოფად მათ ზედა, და მსგავს იყო საქმე მათი, ვითარმცა ზღუაჲ აღძრულ იყო ღელვითა სასტიკითა, და ჰაერი დაბნელებულ იყო ალმურითა ჴშირითა, და ნიავქარნი სასტიკნი ეკუეთებოდეს ურთიერთას, და ყო...