წინასწარმეტყველება ესაიასი 14:30
29. ნუ განიშუებთ უცხოტომნი ყოველნი, რამეთუ შეიმუსრა უღელი მგუემელისა თქუენისა, რამეთუ თესლისაგან გუელისა გამოვლენედ შვილნი წულნი ასპიტთანი და შვილისწულად მათდა გამოვიდენ გუელნი მფრინვალენი.30. და ძოვდენ გლახაკნი მის მიერ, ხოლო დავრდომილნი კაცნი მშჳდობით განისუენებდენ, ხოლო მოჰსრავს სიყმილითა თესლსა შენსა და დანაშთომსა შენსა მოსრავს.31. ვალალაებდით ბჭენი ქალაქთანი და ღაღადებდენ ქალაქნი აღშფოთებულნი ყოველნი უცხოთესლნი, რამეთუ კუამლი ჩრდილოთ მოვალს და არა არს დადგომათ.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 14