წინასწარმეტყველება ესაიასი 18:2
1. ვაჲ ქუეყანისა უმრავლესთა ნავთა ფრთეთა მიერ კერძო მდინარეთა ეთიოპიისათა,2. რომელი მიავლენდა ყოველთა წარმართთა ზღჳსა შორის ომირაჲსსა და ეპისტოლეთა წიგნებთა ზედაკერძო წყლისა, რამეთუ ვიდოდიან ქადაგნი სუბუქნი ნათესავისა მიმართ განსაცხრომელისა და უცხოსა ერისა და უსახურისა, ვინ მისსა მიერ კერძო ნათესავი უსასო და დათრგუნვილი.3. აწ დაიტაცეს მდინარეთა ქუეყანისათა ყოველთა, ვითარცა სოფელი დამკჳდრებული. დამკჳდრებულ იქმნეს სოფელი მათი, ვითარცა ნიშანი აღებულ იქმნეს მთისაგან, ვითარცა ჴმაჲ საყჳრისა სასმენელ იყოს
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 18