წინასწარმეტყველება ესაიასი 30:27
26. და იყოს ნათელი მთოვარისა, ვითარცა ნათელი მზისა, და ნათელი მზისა იყოს შჳდ წილ დღესა შინა, ოდეს განჰკურნებდეს უფალი შემუსრვილებასა ერისა თჳსისასა და სალმობაცა წყლულისა შენისა განიკურნოს.27. აჰა, სახელი უფლისაჲ. აჰა, მოვალს ჟამისა მიერ მრავლისა მგზნებარე გულისწყრომა დიდებისა თანა, სიტყუა ბაგეთა მისთა, სიტყუაჲ რისხვითა სავსე და რისხვა გულისწყრომისა, ვითარცა ცეცხლი, შეშჭამდეს.28. და სული მისი, ვითარცა წყალი ჴევსა შინა მქანარი, მოვიდეს, ვიდრე კისრამდე და განიწვალოს შეძრწუნებად ნათესავი საცთურსა ზედა ამაოსა და დევნა-უყოს მათ საცთომელად. და ეწიოს მათ პირისპირ მათსა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 30