მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 43:2

1. და აწ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ, იაკობ, რომელმან აღგზილა შენ, ისრაჱლ: ნუ გეშინინ, რამეთუ გამოგიჴსენ შენ, გიწოდე სახელი შენი, ჩემი ხარ შენ.2. და უკეთუ განხჳდე შორის წყლისა, შენ თანა ვარ და მდინარენი არ წარგღუნიან შენ. და უკეთუ განხჳდე შორის ცეცხლისა, არა დაიწუე, ალმან არ შეგწუას შენ,3. რამეთუ მე, უფალი ღმერთი შენი, წმიდაჲ ისრაილისა, მაცხოვნებელი შენი, ვყავ შენდა ნაცვალ ეგჳპტე და ეთიოპია და სჳლინე შენ წილ.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 43
2. და უკეთუ განხჳდე შორის წყლისა, შენ თანა ვარ და მდინარენი არ წარგღუნიან შენ. და უკეთუ განხჳდე შორის ცეცხლისა, არა დაიწუე, ალმან არ შეგწუას შენ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

სააღდგომო ეპისტოლე 1980 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს საპატრიარქოს ღვთივკურთხეულ სამწყსოს:

...თ ღმერთს, მით უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს. ადამიანს, რომელიც ახლოა ღმერთთან და მოყვასთან, არავითარი განსაცდელი არ აშინებს. ამის შესახებ ესაია წინასწარმეტყველის პირით უფალი გვეუბნება: წყალზე გადასვლისას, მე შენთანა ვარ; მდინარენი ვერ წაგლეკავენ შენ; შეხვალ ცეცხლსა შინა და არ დაიწვები და არცა ალი მოგეკიდება ().

ბრწყინვალეა და საიდუმლო დღე ქრისტეს აღღგომისა. დღეს კვლავ აღდგა ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული. აღდგა ჩვენი რწმენა, რწმენა შემოქმედისა, რომელიც არ გვტოვებს, რწმენა სიკეთისა, რწმენა ადამიანისა, რწმენა ჩვენი ფერისცვალებისა და აღდგომისა.

განახლდა ჩვენი სასოება, იმედი, რომ კაცობრიობა კვლავ დაუბრუნდება ღმერთს და მარადიულ სულიერ საუნჯეს აითვისებს; აღდგა იმედი, რომ მოხდება ჩვენი განახლება, იმედი იმისა, რომ არ იქნება მტრობა და შიმშილი, და რომ გაიმარჯვებს ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

გამობრწყინდა ჩვენში სამსახოვანი სიყვარული: სიყვარული ღვთისა, სიყვარული მამულისა და სიყვარული ადამიანისადმი.

ქრისტეს აღდგომამ განახვნა ჩვენი გულები; მაშასადამე ქრისტე ჩვენთან არს!

თქვენ ყოველთა, ახლობელთა თუ შორეულთა, საქართველოში და სამშობლოს გარეთ მცხოვრებთა, გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, დღესას...

სრულად ნახვა