მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 44:2

1. ხოლო აწ ისმინე, იაკობ, ყრმაო ჩემო, და ისრაილ, რომელი გამოგირჩიე.2. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ და გამოგზილა შენ მუცლითგან: მერმე შეგეწიო შენ, ნუ გეშინინ, ყრმაო ჩემო, იაკობ, და შეყვარებულო ისრაილ, რომელი გამოგირჩიე,3. რამეთუ მე მივსცე წყალი წყურილსა შინა მავალთა შორის ურწყულისა, დავდვა სული ჩემი თესლსა ზედა შენსა და კურთხევანი ჩემნი შვილთა ზედა შენსა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 44
2. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ და გამოგზილა შენ მუცლითგან: მერმე შეგეწიო შენ, ნუ გეშინინ, ყრმაო ჩემო, იაკობ, და შეყვარებულო ისრაილ, რომელი გამოგირჩიე,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

...ელთა მიერ ამას მოასწავებს მარადის სასწაულად თჳსისა ღმრთეებისა. და მარადის ამას ქადაგებენ წინაჲსწარმეტყუელნი წინააღმდგომად კერპთაჲსა, ვი-თარმედ: „ღმერთნი, რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არა ქმნეს, წარწყმდენ“; და კუალად იტყჳს: „მე ჴელითა ჩემითა განვჰმარტე ცაჲ“. და ვინაჲთგან მომასწავებელი ღმრთეებისაჲ არს, ამისთჳს ყოველსა ადგილსა მას მოიღებს დამბადებელობასა. ხოლო მახარებელმან არა ამას ზედა ოდენ კმა-ყო, არამედ „ცხორებადცა“ უწესს და „ნათლად“. ხოლო უკუეთუ მარადის მამისა თანა იყო და ყოველი მას დაუბადებიეს და დაუპყრიეს და ყოველსა იგი განანათლებს, ვინ იყოს ესრეთ დაბნელებული და საწყალობელი, რაჲთამცა თქუა, ვითარმედ უდარეს არს და უკუანაჲსკნელ მამისა? ნუ შეჰრევთ დაბადებულთა დამბადებელსა თანა, რაჲთა არა გუესმეს ჩუენცა, ვითარმედ: „ჰმსახურეს დაბადებულსა და არა დამბადებელსა“.

სწავლაჲ დ ვითარმედ თანაგუაც მადლობაჲ უფლისაჲ მარადის; რისხვისათჳს

ნუმცა უკუნისამდე შთავყრით თავთა ჩუენთა ესევითარსა ამას წყევასა შინა, რამეთუ ამისთჳს მოვიდა ჩუენდა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა ამის წყევისაგან გჳჴსნეს; ამისთჳს შეიმოსა ხატი მონისაჲ, რაჲთა ამის მონებისაგან განგუათავისუფლნე...

სრულად ნახვა