მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 47:10

9. ხოლო აწ მოვიდენ შენ ზედა ორნი ესე ერთსა შინა დღესა: უშჳლოება და ქურივობა მოიწინენ მეყსეულად შენ ზედა მწამლველობისა მიმართ შენისა და ძალისა მიმართ მსახრვალთა შენთასა.10. ფრიად არს სასოებაჲ სიბოროტისა შენისა, რამეთუ შენ სთქუ: მე ვარ და არა არს სხუაჲ. ცან, ვითარმედ გულისხმის-ყოფა ამათი იყოს და სიძვა შენი სირცხჳლად შენდა და სთქუ გულსა შინა შენსა: მე ვარ და არა არს სხუაჲ,11. და მოიწიოს შენ ზედა წარწყმედა, და ვერ აგრძნა მთხრებლი და შთავარდე მას შინა და მოიწიოს შენ ზედა საარებულებაჲ და ვერ გეძლოს წმიდა-ქმნად და მოიწიოს შენ ზედა მეყსა შინა წარწყმედა და ვერ სცნა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 47
10. ფრიად არს სასოებაჲ სიბოროტისა შენისა, რამეთუ შენ სთქუ: მე ვარ და არა არს სხუაჲ. ცან, ვითარმედ გულისხმის-ყოფა ამათი იყოს და სიძვა შენი სირცხჳლად შენდა და სთქუ გულსა შინა შენსა: მე ვარ და არა არს სხუაჲ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

სააღდგომო ეპისტოლე 1994 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ, ღვთივკურთხეულ შვილებს::

...ნსვლის პროცსი მაინც იგრძნობა. განსაცდელის გავლით ხალხი ნელ-ნელა უახლოვდება ღმერთს: ადამიანებმა დაიწყეს ლოცვა, შრომა, ფიქრი მარადიულ ცხოვრებაზე.

მთავარია, ვძლიოთ ამპარტავნებას, ეგოიზმს, სხვებისთვის ტკივილის მიყენების, დაუმსახურებელი კეთილდღეობის სურვილს, ვძლიოთ ქედმაღალი ბაბილონის ცოდვას - „მე და სხვა არავინ“ ().

ვინც კი ამ პრინციპით განლია დღენი ამ მზისქვეშეთში, ცალკეული პიროვნებები თუ სახელმწიფოები, ყველა წარწყმდა და აღიგავა პირისაგან მიწისა.

მოვიტან ორ მაგალითს:

ცხოვრობდა ერთი მდიდარი კაცი, რომელსაც ყველაფერი უხვად ჰქონდა და პრობლემები არ აწუხებდა. მეზობლებთან არ კადრულობდა დაახლოებას და რომ არ შეეწუხებინათ, ჭიშკარზე აბრა გააკრა წარწერით: სახლში არავინ არის. ყველამ იცოდა, რომ ეს სიცრუე იყო და ისიც იცოდნენ, რომ მათი მდიდარი მეზობელი ამას სიხარბის გამო აკეთებდა, რადგან არ უნდოდა ვინმეს დაერღვია მისი სიმშვიდე, რაიმე ეთხოვა და იძულებული გაეხადა ხელი გაემართა. ცოდვა დიდხანს არ დარჩა დაუსჯელი. გაჩნდა ხანძარი, რომელმაც იმსხვერპლა ეს მდიდარი კაციც და მთელი მისი ქონებაც. წავიდა იგი ამ სოფლიდან შერცხვენილი და უსახელო.

მსოფლიო ისტორიაში გამოჩენილი ადგილი უკავია ალექსანდრე მაკედონელს. მომავლის დიდი რწმენით იყო ეს გენიალური ადამიანი დაჯილდო...

სრულად ნახვა