წინასწარმეტყველება ესაიასი 51:12
11. რამეთუ უფლისა მიერ მოიქცენ და მოვიდენ სიონდ შუებითა და მხიარულებითა საუკუნოჲთა, რამეთუ თავსა მათსა ზედა შუებაჲ და მხიარულებაჲ ეწიოს მათ. წარჴდა სალმობაჲ, მწუხარებაჲ, და სულთქმაჲ.12. მე ვარ, მე ვარ ნუგეშინისმცემელი შენი; ცან, ვითარად მყოფი შიშნეულ იქმენ კაცისაგან მოკუდავისა და ძისაგან კაცისა, რომელნი ვითარცა თივანი განჴმეს.13. და დაივიწყე ღმერთი შემოქმედი შენი და შემოქმედი ცისა და ქუეყანისა და ეშიშოდე ყოველთა დღეთა პირსა გულისწყრომისა მაჭირვებელისა შენისასა, ვითარსახედ განიზრახა აღებაჲ შენი და აწ სადა არს გულისწყრომაჲ მაჭირვებელისა შენისა?
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 51