...არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა (2,9).
თარგმანი: სადა წერილ არს? — ცხად არს, ვითარმედ ფრიად საიდუმლოდ და დაფარულად. ანუ თუ ესევე ძალი წერილ არს, ხოლო არა ამითვე სიტყჳთა, ვითარ-იგი ესაია იტყჳს, ვითარმედ: "რომელთადა არა თხრობილ იყო, მისთჳს იხილონ, და რომელთადა არა სმენილ იყო, გულისჴმა-ყონ" (). რამეთუ ესე არს თუალით უხილავი და ყურით უსმენელი; გინათუ თჳთ ესევე სიტყუაჲ წერილ არს წიგნსა შინა, ხოლო აწ უჩინო-ქმნილ არს, ვითარ-იგი მოციქული იტყჳს, ვითარმედ: "სამოელისითგან შემდგომითი-შემდგომად ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა თქუეს მისთჳს (), ხოლო აწ არა ყოველთაჲ იპოების, რამეთუ უდებებითაცა და სიმრავლითა ტყუეობათაჲთა მრავალი წიგნები ჰურიათაჲ წარჴდა. გარნა დაღაცათუ ჩუენდა არა მოწევნულ არს, არამედ მოციქული ზედა-მიწევნით წურთილ იყო წიგნებსა შჯულისასა; ამისთჳს ჩუენგან დაფარული, ხოლო მისდა საცნაური, შემოიღო წამებაჲ წერილისაჲ, რომლისა ძალი ესე არს, რამეთუ: წინა-განმზადებული იგი კეთილი ღმრთისა მიერ საიდუმლოჲ არს ქრისტეს განკაცებისაჲ, ხოლო მოყუარედ მისსა უწოდს მორწმუნეთა მისთა. გარნა საძიებელ არს, თუ ვითარ იტყჳს ყურისა უსმენელობასა რომელი-იგი წინაჲსწარმეტყუელთა წინაჲთვე უწყოდეს და ქადაგებდეს ჴორ...