მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 54:7

6. არა ვითარცა დედაკაცსა დატევებულსა და სულმოკლესა გიწოდა შენ უფალმან, არცა ვითარცა დედაკაცსა სიჭაბუკითგან მოძულებულსა. თქუა ღმერთმან შენმან:7. არამცირედსა ჟამსა დაგიტევე შენ და წყალობისა მიერ დიდისა შეგიწყალო შენ.8. გულისწყრომისა მიერ მცირისა გარემივიქციე პირი ჩემი შენგან და წყალობისა მიერ საუკუნოსა შეგიწყალო შენ. თქუა მჴსნელმან შენმან უფალმან:
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 54
7. არამცირედსა ჟამსა დაგიტევე შენ და წყალობისა მიერ დიდისა შეგიწყალო შენ.
სააღდგომო ეპისტოლე 1985 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა:

მცირედითა ჟამითა დაგიტევე შენ, მაგრამ დიდითა წყალობითა შეგიწყნარებ შენ ()

დღეს მსოფლიო სიხარულის დღეა, დღესასწაულობს სიცოცხლე, სიკვდილისა დამთრგუნველი და ამიტომაც უფრო მეტად გულშიჩამწვდომი და საზეიმოა წინასწარმეტყველი ოსიას სიტყვები: „სადა არს ძლევა შენი, სიკვდილო, სად არს საწერტელი შენი, ჯოჯოხეთო“ ().

სიკვდილი დაემხო: ჯოჯოხეთი შეიმუსრა;

ქრისტე აღდგა!

აღდგომილი უფალი დღეს შედის ყოველ სახლში და რეკს კარზე ჩვენი გულისა, რათა მოგვმადლოს მშვიდობა და სიხარული, რაც ასე მტკივნეულად გვაკლია და რასაც ვესწრაფვით. ყური მიუპყარ, შვილო ჩემო, ამ მშვიდ ხმას, განმარტოვდი მასთან და გულისხმაჰყავ ყოველი. იგი მოვიდა შენთან. ის შენს გვერდითაა; გაუღე გული, რათა დაივანოს იქ და გაგათბოს თვისითა ღვთაებრივითა სიყვარულითა.

უფალს მყუდროება უყვარს, შინაგანი სიმშვიდე და წმიდა გული. „მშვიდობა თქვენდა“, - ასე მიმართავს იგი თითოეულ ჩვენგანს. მიიღე, შვილო, ეს წყალობა,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის