წინასწარმეტყველება ესაიასი 61:9
8. რამეთუ მე ვარ უფალი, მოყუარე სიმართლისაჲ და მოძულე ნატაცებთა სიცრუისაგანთაჲ, და მივსცე შრომაჲ მათი მართალთა, და აღთქმაჲ საუკუნოჲ აღუთქუა მათ.9. და საცნაურ იყოს წარმართთა შორის თესლი მათი და ნაშვისნაშობნი მათნი საშუალ ერთა, ყოველნი მხილველნი მათნი იცნობდეს მათ, ვითარმედ ესე არიან თვსლნი კურთხეულნი ღმრთისა მიერ და შუებით იშუებდენ უფლისა მიმართ.10. იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რამეთუ შემმოსა მე სამოსელი საცხოვარებისაჲ და კუართი მხიარულებისაჲ, ვითარცა სიძესა, გარემომდვა მიტრაჲ და, ვითარცა სძალი, შემამკო მე სამკაულითა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 61