მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 65:8

7. ცოდვანი მათნი და მამათა მათთანი ერთბამად, - იტყჳს უფალი, - რომელნი უკუმევდეს მთათა ზედა და ბორცუთა ზედა, მაყუედრეს მე; კუალად ვაგნე საქმენი მათნი წიაღსა მათსა.8. ესრეთ იტყჳს უფალი: ვითარსახედ იპოვების კუფხალი ტევანსა შინა და იტყჳან: ნუ განჰრყუნი მას, რამეთუ კურთხევა უფლისაჲ არს მის შორის, ეგრეთ ვყო მმონებელისათჳს ჩემისა, ამისათჳს არა წარვწყმიდნე ყოველნი,9. და გამოვიყვანო იაკობისაგან თესლი და იუდაჲსაგან და დაიმკჳდროს მთაჲ წმიდაჲ ჩემი, და დაიმკჳდრონ რჩეულთა ჩემთა და მონათა ჩემთა და დაეშენნენ მუნ.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 65
8. ესრეთ იტყჳს უფალი: ვითარსახედ იპოვების კუფხალი ტევანსა შინა და იტყჳან: ნუ განჰრყუნი მას, რამეთუ კურთხევა უფლისაჲ არს მის შორის, ეგრეთ ვყო მმონებელისათჳს ჩემისა, ამისათჳს არა წარვწყმიდნე ყოველნი,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

სააღდგომო ეპისტოლე 1987 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს, რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი:

...ანბნეული სხვა და სხვა ბორცვზე და შემდეგ შეკრებილი გახდა მთლიანი, დე, ასე შეერთდეს შენს საუფლოში ქვეყნის ყველა კიდიდან ეკლესია შენი (უფალო)“ (დიდაქე 9).

ყურძენშიც ღვთის იდუმალი ძალაა დაფარული. წმიდა ესაიას წიგნში წერია: „როცა ყურძნის მტევანში წვენი ჩადგება, მაშინ ამბობენ, ნუ შელახავ მას, რამეთუ მასშია კურთხევა“ ().

ხშირ ზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთნი, მიაჩნიათ რა თავი უღირსად, წელიწადში ერთხელ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ ეზიარებიან. ეს მიუტევებელი შეცდომა და ბოროტებაა საკუთარი თავის მიმართ.

როგორადაც არ უნდა მოვემზადოთ, განა ოდესმე ვიქნებით ღირსი, მივიღოთ ხორცი და სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი? ჩვენი ცოდვების სიმძიმის შეგნებითა და უფლის მოწყალების იმედით უნდა მივეახლოთ ამ უდიდეს საიდუმლოს.

პირველ საუკუნეებში ქრისტიანები ყოველ წირვაზე იღებდნენ ზიარებას. ეს იყო ხალხი, სულით ძლიერი, ყოველ წუთს მზად რომ იყო, თავი გაეწირა ქრისტესთვის. მაგალითად, წმიდა ბასილი დიდი კვირაში ოთხჯერ ეზიარებოდა: კვირას, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს და, აგრეთვე, ყოველ დღესასწაულზე.

ძმანო და დანო ჩემნო, ნურც თქვენ მოიკლებთ ამ დიდ, გადამრჩენელ საიდუმლოს. მარხვის დროს გეძლევათ ლოცვა-კურთხევა ეზიაროთ ყოველ კვირას და, ასევე, ყოველ დიდ დღე...

სრულად ნახვა